geovol20 | Unsorted

Telegram-канал geovol20 - საქართველო - VOL 2.0

9571

საინფორმაციო არხი საქართველოზე ინფორმაციის გამოგზავნა / კონტაქტი: https://t.me/vol202Bot

Subscribe to a channel

საქართველო - VOL 2.0

🤡 რუხაძემ ტვ ნაძეჟდა მოიშორა

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️საქართველოში 20-22 თებერვალს დაგეგმილი ჯგუფ Anacondaz-ის კონცერტი გაუქმებულია, რადგან არცერთმა დარბაზმა მათ სივრცე არ დაუთმო.

🚩მათივე ტელეგრამ არხიდან ირკვევა ისიც, რომ 22 თებერვლის შემთხვევაში დაემატება ბილეთები კონცერტისთვის, რომელიც ერევანში გაიმართება.

🚩არ სახელდება ქართული კომპანიების მიერ უარზე. თუმცა ვერსია შემდეგია: თავის დროზე ჯგუფ "პორნოფილმის" წევრის, ვლადიმირ კოტლიაროვის თქმით, Anacondaz-ს ერთ-ერთ ფოტოზე ზოგი ისეთიც იყო, ვინც უკრაინაში შეჭრას ემხრობა. ამასთან ისინი დონბასის რეგიონშიც იყვნენ ჩასულნი

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

ჩვენ არ ვეჭიდებით წითელ ხალიჩებს და ჩვენთვის არ არის საკითხი იმაში, ხელი ვინ ვის ჩამოართვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის შინაარსი. შინაარსი კი არის შემდეგი, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციამ მძიმედ დააზიანა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მათ შორის იმითაც, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა შეწყვიტა, რასაც სჭირდება გამოსწორება.
ჩვენ გამოვთქვით ჩვენი მხრიდან მზაობა, რომ ეს ფურცელი გადავშალოთ. რაც შეეხება შეხვედრებს, სამუშაო შეხვედრები არც არასდროს შეწყვეტილა საგარეო უწყებებს შორის, სამუშაო შევხედრები გრძელდება, თუმცა, ჩვენთვსი მთავარია პოლიტიკური დონე ამ ურთიერთობებისა. 
ეს არის მოსახლეობის ინფორმირება, რომ გარკვეული კონტაქტები და შეხვედრები არის. როცა არის გარკვეული შინაარსის გაჟღერება, ამასაც ვაჟღერებთ

- განაცხადა პაპუაშვილმა. 

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების გაცემის პუნქტებს აუქმებს - ამის შესახებ სოხუმში "რუსეთის საელჩომ" განაცხადა.

ვინაიდან აფხაზი პოლიტიკური ფიგურები, მათ შორის სახალხო კრების წევრები, ეჭვქვეშ აყენებენ ზემოაღნიშნული ოფისების კანონიერებას, რუსული მხარე, რომელიც პატივს სცემს დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, იძულებული იქნება შეაჩეროს მათი ფუნქციონირება. ამასთან დაკავშირებით, დოკუმენტების გაცემის პროცესი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის გადავა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე

- ნათქვამია განცხადებაში.

🚩რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის ოფისები 2026 წლის იანვარში შეიქმნა „აფხაზი მოქალაქეებისთვის კომფორტული პირობების შექმნის მიზნით, ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების შესაბამისად". პუტინის გადაწყვეტილებით, "შეთანხმებას" 2022 წელს მოეწერა ხელი და 2025 წლის 25 აპრილს შევიდა ძალაში. გარდა ამისა, 2025 წელს აფხაზეთში გაიხსნა რუსული მართვის მოწმობების გაცემის ოფისები.

🚩"ეხო კავკაზას" ცნობით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. აფხაზეთში შიდა რუსული პასპორტების გაცემის "კანონიერება", ე.წ. პარლამენტის რამდენიმე წევრმა გაასაჩივრა.

🚩2022 წელს ევროკავშირმა განაცხადა, რომ არ აღიარებს რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებში, ასევე თვითგამოცხადებულ "რესპუბლიკებში" - აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" გაცემულ რუსულ დოკუმენტებს.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

თორნიკე რაზმაძე იმაზე თუ როგორ "გაიაფდა" კვერცხი

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

მეგობრებო დიდი თხოვნა მაქვს თუ უყურებთ, თან მოიწონოთ და დააკომენტაროთ იქვე იუთუბზე.

ეს ძალიან ეხმარება ვიდეოს გავარდნაში.

არ ვიცი მსგავსი ხარისხის ვიდეოებით ეტყობა განებივრდა ქართული ინტერნეტ სივრცე და აღარ ავრცელებს დიდად თავისით, ამიტომ თქვენი იმედი მაქვს.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

🔴 სააპელაციომ არჩილ მუსელიანცის განაჩენი ძალაში დატოვა -
მას 534 ლარის ზიანისთვის 4 წელი აქვს მისჯილი, - გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

ჩვენ ველოდებით, რომ აშშ-თან გარდა სამუშაო შეხვედრებისა და სხვა კონტაქტების, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ბრალი არ არის, წინა ადმინისტრაციის ბრალია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიფუჭა ურთიერთობა ქართველ ხალხთან და საქართველოსთან, ქვეყანასთან, რომელიც ყველაზე მძიმე პირობებში გაჰყვა ნატო-ს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად.

მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობა.

- პაპუაშვილი

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️ამ წელს უკვე მეორედ გაიზარდა სუს-ის თანამშრომელთა ხელფასი - შესაბამის დადგენილებას ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

🚩მაგალითად, მდინარაძის ხელფასი იანვარში იყო 15 170 ლარი (ეს თანხა როგორც საჯარო მოსამსახურეს, 10%-იანი ნაზრდის შედეგადაა), თებერვალში კი 15 945 ლარს მიიღებს - აქედან 255 ლარი წოდებისთვის განკუთვნილი ბონუსია (ბოლოს უსაფრთხოების მაიორად დააწინაურა კობახიძემ).

🚩მდინარაძის პირველ მოადგილეს, ლაშა მაღრაძეს ხელფასი 13 370 ლარიდან 14 995 ლარამდე გაეზარდა. დანარჩენ სამ მოადგილეს კი 12 230-დან 13 385 ლარამდე.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️გუშინ, ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა. საკონტრაქტო სამსახურის რეკრუტებმა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვით გაწვეულმა პირებმა სამხედრო ფიცი დადეს.

🚩საზეიმო ცერემონიას საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახების წევრები დაესწრნენ. პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ რეკრუტებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა. წარჩინებულ რეკრუტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში რეკრუტებმა ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება, ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა.
როგორც საკონტრაქტო, ასევე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

🔴 ამ წუთებში რუსთავის აზოტის დირექციასა და რამდენიმე ასეულ გაფიცულ თანამშრომელს შორის შეთანხმება შედგა.

🔴მხარეები შეთანხმდნენ ხელფასის 200₾-ით მატებაზე,5 წლის განმავლობაში ხელფასის ეტაპობრივად 125₾-ით გაზრდაზე, ასევე გაფიცულების წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო საქმის გამოხმობაზე.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️რუსთავი 2-ის სიუჟეტში დეკანოზი კონსტანტინე ყვება, რომ არტოსის პური ჯერ ხორცად, შემდეგ კი ძვლად გადაიქცა.

🚩მართლმადიდებლური სწავლებით ევქარისტიის დროს პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად იქცევა, თუმცა, ის არ კარგავს პურისა და ღვინის გარეგნულ ნიშნებს. საგულისხმოა, რომ არტოსი არ არის ევქარისტიული პური. მისით არავინ ეზიარება. სიუჟეტი არ გვეუბნება, კერძოდ ვის ხორცად და ვის ძვლად იქცა პური, რომელიც ტრაპეზზე არავის უკურთხებია

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️4 ოქტომბრის 10-პირიან პროცესზე დაიკითხა სასაქონლო ექსპერტი შალვა კინწურაშვილი, რომელსაც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჰკითხა, რატომ დაწერეს დასკვნაში, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობის აღდგენის ღირებულება განისაზღვრა ავტოსახელოსნოში. ადვოკატის თქმით, დასკვნას ოთხი ექსპერტი აწერს ხელს.

ადვოკატი: პროფილაქტიკაში ხომ არ ყოფილხართ?

მოწმე: არ ვყოფილვარ პროფილაქტიკაში.

ადვოკატი: ეს [დასკვნა] ოთხივე ექსპერტმა წაიკითხა?

მოწმე: ჩვენ დავწერეთ.

ადვოკატი: თუ არ ყოფილხართ პროფილაქტიკაში და ოთხივე ექსპერტმა წაიკითხეთ და შეამოწმეთ, მაშინ დასკვნის მესამე გვერდი რომ გადაშალოთ და დასკვნის წინ ბოლო წინადადება წაგვიკითხოთ.

მოწმე: „აღდგენითი სამუშაოები რას ითვალისწინებს... აღდგენითი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა ავტოსარემონტო სახელოსნოში...“ ავტოსარემონტო. ავტოსარემონტო წერია შაბლონურად, ტექნიკურად ჩარჩა.

ადვოკატი: შინაარსი რა არის?

მოწმე: ღირებულება განისაზღვრა ავტოსარემონტო სახელოსნოში

ადვოკატი: პირდაპირ წერია, პროფილაქტიკაში გავარკვიეთ, რა ღირს აღდგენის სამუშაოებიო. ტექნიკური შეცდომაა, რომელიც ოთხივე ექსპერტს გაეპარა?

მოწმე: მე წავიკითხე თუ არა, მე ეს შემიძლია პასუხი გაგცეთ

ადვოკატი: ოთხივე ხელმომწერ ექსპერტს წაკითხული გაქვთ თუ არ გაქვთ?

მოწმე: კი გვაქვს


ადვოკატი: ოთხივეს გაგეპარათ და ჩაწერეთ, რომ ავტოსარემონტოში ვიყავითო

🚩შეკითხვა პროკურორმა გააპროტესტა. მისი თქმით, სხვა ექსპერტების შესახებ შეკითხვა თავად მათ უნდა დაუსვან, როცა დაკითხავენ. პროკურორის პროტესტს დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მოწმე პასუხისმგებელი ვერ იქნება, სხვა ექსპერტებს რა გაეპარათ


- თქვა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

თუ მოგწონთ VOL 2.0 ის საქმიანობა და გსურთ მხარი დაგვიჭიროთ ჩვენი პროექტების განხორციელებაში (ასევე შაურმაგედონის მხრივ), ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენი აქტივობით კომენტარებში და გაზიარებებით, მაგრამ თუ უფრო მეტი გსურთ გააკეთოთ ჩვენი გუნდისთვის, მაშინ მატერიალური გვერდში დგომა უდიდესი მოტივაცია იქნება ჩვენ მოხალისეობრივ საქმიანობაში.

BOG: #GE48BG0000000537413605
TBC ბანკი: #GE97TB7376245061600053
PayPal: https://www.paypal.com/paypalme/vol20pay
ქისა: http://kisa.ge/donate/BUZy0TSFbYqijYMTvxBt

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

1999 წლის 5 თებერვალს, თბილისში, რუსთაველზე, საქართველოში პირველი მაკდონალდსი გაიხსნა

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

🔴 ესპანეთის სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს მალაგის პროვინციაში ნაყიდი სახლი დაუყადაღა | ამის შესახებ განცხადება საქმის პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა გააკეთა.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

🇬🇪მილანის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას წყვილმა მეორე ადგილი დაიკავა მოკლე საშეჯიბრო პროგრამაში. გამარჯვება იაპონიას ერგო, ბრინჯაოს მედალი კი მასპინძელი იტალიის წარმომადგენლებმა დაისაკუთრეს.

დღესვე, ყინულზე ცეკვაში დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა მეექვსე ადგილი დაიკავა.

ამ ორი შედეგის გათვალისწინებით, საქართველო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზეა.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

რაც შეეხება ევროპულ კურსს, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული გზა, მიუხედავად იმისა, რომ დაბრკოლებებია, უსამართლო დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით.

ევროპულ ბიუროკრატიას თუ შევხედავთ, ყველა დამეთანხმება, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია. კიდევ უფრო საინტერესოა, ევროპელ ხალხს რომ ჰკითხოთ, რა დამოკიდებულება აქვთ ევროპულ ბიუროკრატიაზე, მოისმენთ ამ ხალხის რეალურ შეფასებას. კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, აუცილებად სჭირდება განახლება, „რებრენდინგი“


— განაცხადა კახა კალაძემ

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️2024 წლის დეკემბერში მომხდარი 27 წლის მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გდდ-ს სპეცრაზმელები თორნიკე გოგიძე და ოთარ მარანელი დააკავეს - ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს.

🚩ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში მამის თვალწინ მოკლეს. შემთხვევის დროს ასევე დაიჭრნენ ქავთარაძის მამა და 2 გამშველებელი მეზობელი.

🚩საარქივო მასალების მიხედვით, დანაშაულის ადგილიდან სასწრაფოს და პოლიციის მისვლამდე დაჭრილები კლინიკაში თვითმხილველებმა წაიყვანეს, მაგრამ 27 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. მისი მკვლელობის და კიდევ სამი ადამიანის დაჭრის ბრალდებით, პოლიციამ მეორე დღეს გორში სპეცრაზმელის, თორნიკე გოგიძის ძმა, დავით გოგიძე დააკავა.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

მიშას დროს ცუდები იყვნენ თორე ჩვენ ხელში ოქროს ბიჭები არიანო

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️‼️‼️‼️‼️

📹 ამერიკა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე

⁉️არის თუ არა იმის შანსი, რომ 2026 წელს ამერიკაში სამოქალაქო ომი დაიწყოს?

💥 დონალდ ტრამპის რადიკალური საიმიგრაციო პოლიტიკა და ფედერალური ძალების უკონტროლო მოქმედებები შტატებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის უპრეცედენტო კონფლიქტს იწვევს.

🛡მინესოტაში ეროვნული გვარდია ფედერალურ აგენტებს უპირისპირდება, უდანაშაულო მოქალაქეები იღუპებიან, პრეზიდენტი კი „აჯანყების აქტის“ ამოქმედებით იმუქრება.

❗️ ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, როდესაც დემოკრატიულ ინსტიტუტებს საფრთხე ემუქრება.

ვიდეოს ბმული: https://youtu.be/QLQB_ym2lfk

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

ლეგენდის თანახმად, ღარიბაშვილმა ეს მილოცვა "სულ ძმრად ამოადინა" და ერთ-ერთ სუფრაზე აგინა.

აი ბოლო სერიაში კი ჩვენი იკუ შეერია ლილუაშვილს და მის ძმებს, რუსთავში

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად დავესწარი.

ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გავმართეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა.

- ვკითხულობთ ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

🔥დღეს, მილანო კორტინაში (იტალია) ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიხსნება - ის 22 თებერვლამდე გაგრძელდება

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

იცი, როგორ კერავდნენ სისხლის სამართლის საქმეებს?


წყარო: ანი ნადარეიშვილი

პ.ს. რავი რააა....

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️ციხეში აკრძალული ნივთით ჯგუფურად სარგებლობის გამო, არტიომ გრიბულს, სერგეი კუხარჩუკს და ანტონ ჩეჩინს ახალი ბრალდება წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 378² მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით სასჯელი 3-დან 5 წლამდეა. ბრალს არცერთი აღიარებს.

🚩პროკურატურის ცნობით, მეოთხე ბრალდებულმა, ლიეტუველმა გიედრიუს ვოტრონოვიჩმა 5 ოქტომბერს თავად დაამზადა მუყაოს ქაღალდისგან ბანქოს სათამაშო პაკეტი. დანარჩენმა სამმა კი ითამაშა.

🚩დაცვის მხარე თავად ამ მტკიცებასაც ხდის სადავოდ. ასევე მიუთითებენ თარგმანის პრობლემაზე. მხოლოდ დეკემბერში განემარტათ პატიმრებს აკრძალულ საგნებთან დაკავშირებით.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

🟣”სილვარი” ყულევში რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან შემოვიდა.

🟣ტანკერის ძველი მფლობელი და მმართველი კომპანიები სანქცირებულია აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ.

🔎ამ გემის შესახებ მეტ დეტალს “აი, ფაქტის” სტატიაში ნახავთ. ბმული კომენტარებშია.


წერს: აი, ფაქტი • ifact.ge

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

28 ნოემბერი არ ეკმარათ ..

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

🛡 თბილისი. ლეგიონის ისტორიაში პირველად, ჩვენი და თავდაცვის სამინისტროს სსიპ "თავდაცვის მოხალისის" მიერ ერთობლივად ორგანიზებული საბაზისო კურსი იწყება!

⏳ ადგილები შეზღუდულია, ამიტომ არ გადადოთ ანკეტის შევსება!

🗓 დრო: 1 მარტი - 3 მაისი
💸 ღირებულება: უ ფ ა ს ო
👤 ასაკი: 18-55 წელი (ლურჯი ასეული)
🧒 ასაკი: 14-17 წელი (მწვანე ასეული)

📚 კურსი იყოფა ორ ნაწილად

🟦 ლეგიონის მიერ ორგანიზებული პირველი ნაწილი ორივე ასეულისთვის:
📆 1 მარტი - 5 აპრილი (6 საველე და 14 ლექცია)
🧭 თემები: სამოტივაციო მარში, საველე ყოფა, შენიღბვა, სამედიცინო პირველადი დახმარება, ტოპოგრაფია და სამთო მომზადება

🟦 თავდაცვის ძალების ჩართულობით: მეორე ნაწილი "ლურჯი" ასეულისთვის:
📆 16 აპრილი - 3 მაისი (5 საველე და 10 ლექცია)
🎯 თემები: ტაქტიკური წვრთნები იარაღის მიმაგრებით და საცეცხლე მომზადება საბრძოლო სროლებით ბაზაზე
ℹ️ შენიშვნა: შესაძლებელია მეორე ნაწილის გავლა ზაფხულში ორ ნაკადად

🚚 სსიპ „თავდაცვის მოხალისე“ უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების ჩართულობას როგორც სასწავლო, ასევე ლოჯისტიკურ საკითხებში
🌲 საველე სწავლებები გაიმართება კვირას

📝 18-55 წლის პირების სარეგისტრაციო ანკეტა
🔗 https://docs.google.com/.../1fGthZY1V0rXYrTHK.../viewform...

👨‍👩‍👧 არასრულწლოვნების მშობლების საყურადღებოდ!

🟢 14-17 წლის მოზარდები ირიცხებიან არასრულწლოვნების ცალკეულ „მწვანე“ სასწავლო ასეულში, სადაც გადიან ადაპტირებულ, არასაბრძოლო საბაზისო ნაწილს.
📅 მწვანე ასეულის კურსი დასრულდება 26 აპრილს.

🤝 თუ გსურთ რომ თქვენი შვილი მოხვდეს ორგანიზებულ, უსაფრთხო და ღირებულებებზე დაფუძნებულ გარემოში სადაც შეიძენს ახალ ცოდნას, ახალ მეგობრებს და თანამოაზრეებს, გთხოვთ შეავსოთ ეს ანკეტა:

📝 არასრულწლოვნების სარეგისტრაციო ანკეტა
🔗 https://docs.google.com/.../1SZdzvDBBbH7-i0zZ.../viewform...

🌐 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს პირველ კომენტარში

🇬🇪 ვგუშაგობთ ერს!

#ლეგიონი #მაზნიაშვილი #თბილისი #საბაზისო #სამხედრო #თავდაცვა #მოხალისე #თავდაცვისმოხალისე


კითხვები თუ გექნებათ გადადით მათ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/share/p/1AYtyPru4k/

ეს არის ხალხი, რომლებიც ქვეყნისთვის უანგაროდ, თავისი სურვილით ამზადებენ და აძლიერებენ ახალგაზრდობას და მთლიანად ერს, აუცილებლად შეუერთდით სწავლებებზე, ეს მნიშნველოვანი ნაბიჯია ქვეყნის გადარჩენისთვის, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს ის მინიმუმი რაც საჭიროა

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

მიხეილ სააკაშვილი:

თენგო გოგოტიშვილმა, რომელსაც ყველაფერი ახსოვს, შეგვახსენა, რომ [3 თებერვალს] შესრულდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 21-ე წლისთავი. ზურას თუკი ვიღაცები ახსენებენ, მხოლოდ ახსენდებათ ერთი ფრაზა "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი".

სინამდვილეში ეს იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის და იმ პოლიტიკური სკოლის ფუძემდებელი, რომელსაც მეც მივაკუთვნებ საკუთარ თავს.

დარწმუნებული ვარ მომავალ თავისუფალ პარლამენტში, სხდომათა ტრიბუნის უკან დაიდგმება მისი ბიუსტი.

გარდა ამისა ზურა იყო საოცრად თბილი და კარგი ადამიანი, ნამდვილი მეგობარი. მე ძალიან ხშირად ვიხსენებ განსაკუთრებული სითბოთი და სიზმარშიც ხშირად მესიზმრება, ძალიან პოზიტიურად.

მის შვილებს შეუძლიათ იამაყონ მისით და მეც ვამაყობ ჩემი და ზურას თანამებრძოლეობით.

Читать полностью…
Subscribe to a channel