geovol20 | Unsorted

Telegram-канал geovol20 - საქართველო - VOL 2.0

9571

საინფორმაციო არხი საქართველოზე ინფორმაციის გამოგზავნა / კონტაქტი: https://t.me/vol202Bot

Subscribe to a channel

საქართველო - VOL 2.0

‼️საუბარია გასული წლის აპრილში მიღებულ ცვლილებებზე, რომლითაც სტანდარტიზაცია დგინდება. მაგალითად, "ოცნებას" არხი ვერ გააკრიტიკებს, თუკი პარტიის წარმომადგენელს პასუხის შესაძლებლობა არ ექნება. ეს წესი პირიქითაც ვრცელდება. მედიის დიდმა ნაწილმა ცვლილებები რეპრესიულ სვლად შეაფასა.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება:

საქართველოში ვითარება კიდევ უფრო უარესდება. მმართველი პარტიის მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობა ეფექტურად შეაფერხებს ყველა სახის უცხოურ დაფინანსებას დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს ძირითად სამოქალაქო საქმიანობას და ხელს უშლის პოლიტიკურ აქტივობას. ეს შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან და საქართველოს მიერ აღებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი ავტორიტარული კურსი. შვედეთი კვლავ რჩება ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობრად და საიმედო პარტნიორად.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

ვიწყებთ LIVE - ს მიმდინარე მოვლენებზე

https://www.youtube.com/live/f6rhgK8sPDo?si=8aPqOkoBT91NS2f6

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️ხმაური იყო უროლოგიის ცენტრში - გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრებმა კლინიკის შუშები ჩალეწეს.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ამ ვიზიტით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში მოვიპოვეთ მეგობრები - ის კონსერვატორები, რომელთა გაერთიანებაც დაფუძნებული არის, რომ სუვერენული ერების გაერთიანებით მოხდეს უკეთესი მსოფლიოს წყობა.

ჩვენ ამ შეხვედრით ვეცადეთ, დაგვემყარებინა როგორც ორმხრივი ურთიერთობები და ვფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად განახლდება და მას ექნება კონკრეტული შედეგები


- თქვა მარიამ ლაშხმა, რომელიც
კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში სუვერენული ერების ალიანსის პირველ სამიტს დაესწრო.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

📹 აშშ ირანს უტევს - რეჟიმის დასასრული ირანში?

ვიდეო უკვე ჩვენს იუთუბ არხზეა: https://youtu.be/LwSlHfpvjwk

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️ყოფილი პრეზიდენტი ყოფილი პრემიერის გუნდის წინააღმდეგ

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

ისეთი რეალობაა, ირმა ინაშვილიც მართალს ამბობს 😃

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️რესპუბლიკელმა სტივ დეინსმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ცნობისთვის - მიმდინარე კვირის დასაწყისში საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც სენატის წარმომადგენლებს და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს შეხვდნენ.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

აფსუს, 2 წლის წინ ამ დღეს ფეისბუქის მასიურ ხარვეზზე ვღლიცინებდით - იმ დღეს ტელეგრამი სამყაროს ცენტრად ჩანდა 😃

იქიდან მოყოლებული რამდენი სიგიჟე გამოიარა ხალხმა ვინ მოთვლის 🫠

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავამ "ქართუ ბანკის" პოდკასტში განაცხადა, რომ 4 ქართული კომერციული ბანკი SWIFT-ის ჩინურ ანალოგ, CIPS-ში გაწევრიანდა. ამით კი იუანში გადახდა იოლდება. ჩინურ საგადახდო სისტემაში ოთხიდან ერთ-ერთი წევრი ხსენებული "ქართუა".

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

🔷️ დღეს თბილისში საზეიმოდ გაიხსნა ირაკლი ღარიბაშვილის სახელობის თბილისის კორუფციის მუზეუმი. ადგილი, რომელიც სიმბოლურად გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა სახელმწიფოს მართვაში.

🔹მუზეუმი რიგით დამთვარიელებელს 10 მარტიდან უმასპინძლებს.

#სატირა #სარკაზმი #ალეგორია #ფიქცია


წერს ხაშურის მუნიციპალიტეტი

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️კალაძე იპოდრომის პარკზე

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

😄გაგიკვირდებათ და არსენლის მთაზე სამთავრობო ქალაქის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული ტენდერი შეწყდა

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

ამ კანონების მიღება ძალიან დასანანია და აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში


— ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა „ევროსკოპის“ კითხვას „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი რეპრესიული კანონების შესახებ.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️აზერბაიჯანის სუს-ის ცნობით, აღკვეთილია ირგკ-ს მიერ დაგეგმილი ტერაქტების სერია: სამიზნეებად მოაზრებული იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ისრაელის საელჩო, მთიელ ებრაელთა ლიდერი და სინაგოგა. ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუვნებელყოფილია.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

ქორწინების და ოჯახის პატივისცემის უფლება
მრავალჯერ ყოფილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსჯის საგანი, შესაბამისად, სტრასბურგს არაერთხელ განუმარტავს 👨‍⚖⚖👨‍⚖:

✅‍ კონვენციის მე-12 მუხლი არის lex specialis ქორწინების უფლებასთან მიმართებით. ის იცავს მამაკაცისა და ქალის უფლებას ქორწინებაზე და ოჯახის შექმნაზე. ის ითვალისწინებს ქორწინების ტრადიციულ კონცეფციას, ქალისა და მამაკაცის კავშირს; მე-12 მუხლი ვერ განიმარტება როგორც სახელმწიფოს ვალდებულება ქორწინება ხელმისაწვდომი გახადოს ერთნაირსქესიანი წყვილებისთვისაც (იხ. საქმე ჰამალაინენი (HÄMÄLÄINEN) ფინეთის წინააღმდეგ, განაცხადი #37359/09, 16 ივლისი, 2014, §96);

✅ ქორწინების უფლება ეხება ტრადიციულ, საპირისპირო ბიოლოგიური სქესის მქონე პირებს შორის ქორწინებას. ეს ასევე ჩანს ფორმულირებიდან, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ მე-12 მუხლი ძირითადად ეხება ქორწინების, როგორც ოჯახის საფუძვლის დაცვას (იხ. CASE OF REES v. THE UNITED KINGDOM, Application no. 9532/81, 17 October 1986, § 49).

✅‍ კონვენციის 12-ე მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, მისცეს ერთნაირსქესიან წყვილს ქორწინების უფლება (CASE OF SCHALK AND KOPF v. AUSTRIA, Application no.
30141/04, 24 June 2010, § 63).

✅‍ კონვენციის 8-ე, 12-ე და 14-ე მუხლები დღემდე არ განმარტებულა ისე, რომ თითქოს სახელმწიფო ვალდებულია ერთნაირსქესიან წყვილებისთვის ქორწინების უფლების რეალიზება უზრუნველყოს (იხ. CASE OF PRZYBYSZEWSKA AND OTHERS v. POLAND, Applications nos.
11454/17 and 9 others, 12 December 2023, §99).

(ჯამლათ გვიდიანის პოსტიდანაა ამონარიდი)

ისე, ეს ქოცებს წააკითხეთ, ეგების დაიჯერონ დიფ სთეითის მარცხი :დ

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️რუსეთმა ადვოკატ ბექა ბასილაიას დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

🚩სასამართლოს ცნობით, ბასილაია 2022 წლის მარტში უკრაინაში ემზადებოდა ფორმირებებში, 2025 წლის ოქტომბრიდან კი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️აზერბაიჯანის საგარეოს მადლობა ნახიჭევანის თავდასხმაზე გამოხატული მხარდაჭერისთვის

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

მე წარმოვადგენ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენი ქართული ოცნებაა, გვქონდეს სრული სუვერენიტეტი ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა - ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ამიტომ ჩვენი ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხალხის სუვერენიტეტსა და სუვერენულ გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ

ჩვენ ვიყავით ჩვენს არჩევნებსა და შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის მსხვერპლნი. როდესაც უცხოურ ჩარევაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ რუსეთის ფედერაციას; არამედ, ვგულისხმობ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აშშ-დან და ევროპიდან ფინანსდებოდნენ და რომლებიც რეალურად მუშაობდნენ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციის შელახვაზე, ასევე არეულობის, ძალადობისა და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის წახალისებაზე.

[აშშ-ის] ახალი ადმინისტრაციის არჩევასთან ერთად, ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რადგან იდეოლოგიურად ერთსა და იმავე პოზიციაზე ვართ. ჩვენი ღირებულებები - ქრისტიანული და ტრადიციული ფასეულობები - არის ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის საფუძველი. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და აყვავდება, და მეორე - ჩვენ ერთად დავდგებით სუვერენიტეტის, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და არჩევნების დასაცავად ჩვენს ქვეყნებში

- განაცხადა ვაშინგტონში, გამართულ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ოცნების დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️“ფორმულა” აქვეყნებს აშშ-ის სახდეპის მიერ მათთვის გაგზავნილ კომენტარს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ:

ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის.

სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.

ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

Pov: ქოცები, როცა ყველას ყველაფერს აბრალებენ თავის თავის გარდა

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მარკუინ მალინი ოკლაჰომის რესპუბლიკელი სენატორი, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი გახდება (კრისტი ნოემი მოხსნა პოსტიდან).

საგულისხმოა რომ მალინი ერთ-ერთია, რომელმაც MEGOBARI Act დაბლოკა. პროცესი 2024 წლის მაისში დაიწყო და დღემდე გაჭიანურებულია. დოკუმენტი ერთი მხრივ ქართველი ხალხის მხარდამჭერია, მეორე მხრივ კი ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️მგონო აფსუებს ამაღამაც თეთრი ღამე ელით - ოკუპირებულ რეგიონში დრონების საფრთხე გამოცხადდა

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა:

მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს სოლიდარობა გამოუცხადა და მომხდარის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

⚖️ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან 9 სექტემბერს „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე ორ კაცს ბრალი წაუყენეს

🚩ლევან ზარდიაშვილმა „პუბლიკის“ ჟურნალისტზე, ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა. იმავე დღეს ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს საბა მინდიაშვიმა საქმიანობაში ხელი შეუშალა, ტელეფონი წაართვა, მოგვიანებით კი უკან დაუბრუნა

🚩უცნობია რა სახის აღკვეთ ღონისძიებას ითხოვს პროკურატურა

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️ნინოწმინდის პანსიონის საქმე: თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აღსაზრდელის სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროს 30-30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

2024 წელს გაეროს ბავშვთა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც პანსიონში ადგილი ჰქონდა წამებასთან გათანაბრებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მოპყრობას.

თავად ამ საქმეზე განგაში 2021 წლის ივნისში, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ატეხა. სასულიერო პირებთან დაძაბულობის შემდეგ, პანსიონიდან აღსაზრდელები სხვადასხვა ოჯახში გაანაწილეს. სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშში კი ცალკე თავია დათმობილი იქ არსებულ სიტუაციაზე.

რაც შეეხება ამჟამად მიმდინარე დავას - მოსარჩელეები საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებენ: მათ 100 ათასი ლარის კომპენსაცია ქონდათ მოთხოვნილი.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

ყურადღება! მოქალაქეებო!
უცნობი დრონის დანახვისას:

❗️ არ მიუახლოვდეთ
❗️ არ შეეხოთ
❗️ არ სცადოთ ჩამოგდება

დააკვირდით უსაფრთხო მანძილიდან
დაიმახსოვრეთ ადგილი და მიმართულება
თუ შესაძლებელია, გადაიღეთ ფოტო ან ვიდეო

დაუყოვნებლივ აცნობეთ – 112

გააფრთხილეთ ახლოს მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები.

მონადირეებმა აუცილებლად აფრიალონ თეთრი ბაირაღები.

დაიმახსოვრეთ სამი წესი:

დისტანცია • დაკვირვება • შეტყობინება

🇬🇪 მოქალაქის სიფრთხილე, ქვეყნის უსაფრთხოებაა!


©️ ლაშა ბერულავა

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას.

მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით საქართველო გამოხატავს სოლიდარობას მოძმე აზერბაიჯანის მიმართ ამ რთულ ვითარებაში

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

მასშტაბური რეიდის დროს, აფხაზეთში დაახლოებით, 30 დრონი დაფიქსირდა

- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გენერალ-ლეიტენანტმა, ადგურ გუმბამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მანამდე დრონების ცალკეული შეფრენის შემთხვევები დაფიქსირდა - საუბარია დაახლოებით, 5-7 დრონზე, მაგრამ ეს შემთხვევები არ გახმაურებულა მოსახლეობაში პანიკის გამოწვევის თავიდან ასაცილებლად.

გუშინ ჩვენ უპილოტო საფრენი აპარატების უპრეცედენტო, მასიური გამოყენების წინაშე აღმოვჩნდით. დღეს, როდესაც ამ მოწყობილობების ჩამოვარდნის შემთხვევები არაერთ დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა, დასამალი არაფერია: აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები ერთად მუშაობენ.


გუმბას თქმით, აღმოჩენილი დაახლოებით 30 დრონიდან 99% განადგურდა. ფრაგმენტები კი 11 დასახლებაში იპოვეს.

ჩვენი დანაყოფები ცდილობენ დრონები ისე გააუვნებლონ, რომ ჩამოგდებული დრონი და მისი ფრაგმენტები საცხოვრებელ შენობებს არ დაეცეს

Читать полностью…
Subscribe to a channel